აუტიზმი




                             რა არის აუტიზმი და რით ხასიატდება 

  აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგიარაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის  დამყარებისსოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზებავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაშიკომუნიკაციაშიმეტყველებაშიქცევაშიგანსაკუთრებით დაქვეითებული აქვთ წარმოსახვის უნარი.

   აუტიზმის სიმპტომები თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე,-


   2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონესმშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევააუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.

აუტიზმის ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობაუჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევაშიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობასდასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგშიგარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებსთითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთანუჭირს საკუთარი აზრებისემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენსისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენ აქვთ მონოტრონური ხმაან გაწელილიწამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.




აუტიზმის პირველი აღწერა


ლეო კანერი






















      პირველად აუტიზმი 1943 წელს ლეო კანერმა აღწერაის გამოყოფდა აუტისმის შემდეგ ნიშნებს:
1.   კომსოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა2.   კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
3.   ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა
4.   საგნებით გატაცება
5.   ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე
6.   მენობრივი უნარების არათანაბარი განვითარება
7.   ქცევისა და ინტერესების შეზღუდულობა
8.   ქცეის პრობლემები



რა იწვევს აუტიზმს?

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობიაზოგი მეცნიერი ვარაუდობსრომ აუტიზმის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი მავნე აგენტებიშესაძლებელია:


   1.   ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა;

   2.   ზოგჯერ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა;

   3.   ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორებისვირუსებისან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.

აუტიზმი ფაქტიურად შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე მიზეზის შედეგს.



აუტიზმის გამომწვევი გარემო ფაქტორებიატყვიაალუმინიკადმიუმივერცხლისწყალიქიმიური პრეპარატები.

კვების ფაქტორებიარკინისმაგნიუმისკადმიუმისძირითადი ცხიმოვანი მჟავებისანტიოქსიტანტის და სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.
ალერგიული ფაქტორებისაკვები (განსაკუთრებითწებოვანა და კაბეინი) , საღებავებიდანამატები.
ნაწლავის ფაქტორებიდაზიანებული ნაწლავის სინდრომიკანდიდას მიკრობის გავრცელებაპროტეინის არასრული ათვისებაპარაზიტული ინფექცია.
იმუნოლოგიური ფაქტორებიაცრავირუსული ინფექცია.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურესრომ ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვსოჯახებშისადაც ეწრთი აუტისტი ბავშვი ყავთ , მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი 5 %-ია.

აუტისტი ადამიანის ტვინის აგებულება

     აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ტვინის რამოდენიმე არეში ანომალიებიეს ანომალიები გვაფიქრებინებსრომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგიაასევე შესაძლებელია ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევააუტისტებს ახასიათებთ ტვინში სეროტონინის ან სხვა ნეიროტრანსმიტერების ანომალია.

აუტიზმის ეტიოლოგიის ადრეული თეორიები აუტიზმის დროს აღმოცენებულ სოციალურლინგვისტურ და ქცევით ნიშნებს მიაწერდნენ ემოციურ სიძნელეებს მშობლების არაადექვატური დამოკიდებულების გამობეთელჰეიმი თვლიდარომ აუტისტური ჩაკეტილობა არის რეაქცია მშობლების ცივუემოციოარაადექვატურ დამოკიდებულებაზეაუტიზმის ისეთი ნიშნებიროგორიცაა ექოლალიასტერეოტიპური რიტუალები და ცვლილებებისადმი რეზისტენტობამშობლების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლინებაარადგან მშობლები ბავშვს ვერ უკმაყოფილებენ მის მოთხოვნილებებს.

      ამ მიდგომის ფარგლებში მკურნალობის სტრატეგიაა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ფსიქოთერაპიათერაპიის მიზანია ბავშვი_მშობლის ურთიერთობის განვითარებარათა დაკმაყოფილდეს ბავშვის სითბოსა და მისი მიღების მოთხოვნილებებიასევე რეკომენდებულია მშობლების ფსიქოთერაპია . მათი ემოციური პრობლემებისათვის თავის გართმევის მიზნით.

     აუტიზმი აღენიშნება 2-10პიროვნებას ყოველ 10 000 ადამიანში.ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში.



    აუტიზმის შემთხვევაში ძირითადად შემდეგ პრობლემებს ვხვდებით:


   
   1.   კომუნიკაციის პრობლემებიმეტყველების გაგება ან გამოყენებამეტყველება 
        ხასიათდება განმეორებადობითსტერეოტიპულობითა და უჩვეულობით.
   2.   დაქვეითებული აქვთ მშობლებთან , მომვლელებთან საუბრის უნარი.
   3.   ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან.
   4.   ბავშვებს არ შეუძლიათ ან დაქვეითებული აქვთ წარმოსახვითი ან სოცილური  
         თამაშის უნარი.
   5.   სათამაშოებით ან სხვა საგნებით არატრადიციული თამაში.
   6.   ახასიათებთ ინტერესების შეზღუდულობაარანორმალური ინტენსივობა და    
         ყურადღების ფოკუსირება).
   7.   ყოველდღიური მოქმედებებისა და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება.
   8.   საგნების დეტალებზე ყურადღების გამახვილებაგვირაბისეული ხედვა .ბავშვი  
         რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე.
   9.   გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება.
   10.  გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
   11.  ქცევის პრობლემები.
   12.  აკვიატებულიმრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები.
   13.  თვითსაზიანო-აგრესიული ქცევა.

           აუტიზმის მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდებააუტიზმით დაავადებული არ იკურნებამაგრამ სწავლობსიყოს დამოუკიდებელისაზოგადოების სრულფასოვანი წევრიითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებსთერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებსდიეტასფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებსაუდიოვოკალურ ტრეინინგებსაუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურარათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულსმკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნითეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარებააუტიზმი ფსიქიკის დარღვევაააქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდებააუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნებიდაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდებამშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათრათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.
         
           აუტიზმის დასახმარებლად გავრცელებული პროგრამები მოიცავენ შემდეგ კომპონენტებს:

1.   ფსიქოგანათლებარომლის საშუალებითაც მშობლები განათლებას იღებენ  შვილის მისაწვდომი და საჭირო დახმარების შესახებ.
2.   რჩევები და მხარდაჭერა ბავშვის შესაფერისი სასწავლო გარემოში მოსათავსებლად.
3.   ოჯახზე დაფუძნებული ხანგრძლივი თერაპიის მიდგომა.

4.   სასწავლო აქტოვობის ცენტრალური მეთოდი-სტრუქტურირებული სწავლება.

5.   ქცევითი მოდიფიკაცია , როგორც ცენტრალური პრინციპი სასწავლო სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებისა და მძიმე ქცევითი დარღვევების შესამცირებლად.
6.   თვითმომსახურების და აკადემიური ჩვევების ტრენინგი
7.   კომუნიკაციური უნარების ტრენინგი.
8.   მძიმე , საზიანო ქცევის რეგულირება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ბავშვებს ააქვთ შემდეგი უნარები:

ხატვის, მუსიკის, მათემატიკური ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევა, მხედველობით–სივრცითი ანალიზის გძლიერებული უნარი...


ცნობილია აუტიზმით დაავადებული თანამედროვე ფრანგი მხატვარი - ჯილ ტრეინირომელმაც თავის ნახატში 12 მილიონი შენობა აღბეჭდა. 40 წლის ტრეინი ნახატს 20 წლის განმავლობაში ხატავდა.


No comments:

Post a Comment